პრემიერლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტი” “ჩელსის” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში “ქალაქელები” დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ენცო ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა და “სიტის” 3 ქულა წაართვა. გარდა დაკარგული ქულებისა, “მანჩესტერმა” ძირითადის ორი ცენტრალური მცველი – იოშკო გვარდიოლი და რუბენ დიაში ტრავმების გამო დაკარგა.
შეხვედრის შემდეგ “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელების არჩევანი არ აქვს, რის გამოც შეშფოთებულია.
“პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და არაერთი კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, შეგვეძლო ორი, სამი ან ოთხი გოლის გატანაც. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაში გამოასწორა და დავისაჯეთ. გვარდიოლისა და დიაშის ტრავმები? ჯერჯერობით არ ვიცი რა აწუხებთ, თუმცა ეს ყველაფერი კარგი და იმედის მომცემი ნამდვილად არ არის.
სათადარიგოთა სკამზე მოთამაშეები არ მყავს, რა თქმა უნდა, ამის გამო შეშფოთებული ვარ”, – განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, პრემიერლიგას 48 ქულით “არსენალი” ლიდერობს, მეორე ადგილს კი 42 ქულით “მანჩესტერ სიტი” იკავებს.
სიყვარულიდან სიძულვილამდე – “ბაიერნის” ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ვინ გაწვრთნის “ჩელსის”? – ფავორიტი გამოიკვეთა
ერთ ნაბიჯში “სიტისთან” – დღეს სემენიო “ბორნმუთში” სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
“დაკარგული ჯერ არაფერია. “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს” – ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
“მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი” – პეპ გვარდიოლა
“ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა” – ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
უარი “ჩელსის, “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” – სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
თუ გვარდიოლა წავა – “სიტიმ” ესპანელის შემცვლელი შეარჩია
“ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა” – The Athletic-ი მარესკას “ჩელსიდან” გაშვების მიზეზებს ასახელებს
[VIDEO] …იქნებ, ამიტომაც დაისაჯა გვარდიოლა – “ჩელსიმ” “ეტიჰადიდან” დამსახურებული ქულა წაიღო
“მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება” – გვარდიოლამ “სიტის” შემტევი გამოარჩია
“ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება” – პეპ გვარდიოლა “რეალთან” გამარჯვების შემდეგ
დღეს შესაძლოა, “ჩელსიმ” მარესკა გაათავისუფლოს
“ჩელსიმ” მარესკა გაათავისუფლა – მოურინიო “არისტოკრატებს” სათავეში მესამედ ჩაუდგება?!



