თბილისის საკრებულომ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი კომპლექსის განაშენიანების გეგმას მხარი დაუჭირა. საკითხს აპროტესტებდა ოპოზიცია. ტერიტორია ფონდი “ქართუს” შვილობილი კომპანიების საკუთრებაა.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ პროექტი ურბანული თვალსაზრისით გაუმართლებელია და არც საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.
საპირისპირო არგუმენტები აქვთ უმრავლესობაში.
“ჩვენი ოპონენტები დღეს კონკრეტულად საუბრობდნენ “ქართუ” ფონდის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და არაფერს ამბობდნენ სხვა პროექტებზე, რომლებიც ასევე დავამტკიცეთ ჩვენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის მათი მხრიდან პოლიტიკური დღის წესრიგი და არ შეესაბამება რეალობას, რომ პროექტი არის რამისთვის დამაზიანებელი,” – აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
ცნობისთვის, დღესვე ამ თემაზე “ქართუმ” განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რომ ფონდი აქტივებს ავითარებს, ყიდის ან აქირავებს და შემოსულ თანხებს სწორედ საქველმოქმედო პროექტებისთვის იყენებს.