ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თუ სწორად არ მოიქცევა, ალბათ მადუროზე უფრო დიდ საფასურს გადაიხდის – ტრამპი

-ის პრეზიდენტი ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტსა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ თუ ის სწორად არ მოიქცევა, დიდ საფასურს გადაიხდის.
„თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის, ალბათ მადუროზე უფრო დიდს“, – განაცხადა ტრამპმა The Atlantic-თანსაუბარში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში „რეჟიმის ცვლილება“ საჭიროა.
„იცით, აღდგენა და რეჟიმის ცვლილება, როგორც არ უნდა დაარქვათ, უკეთესია, ვიდრე ის, რაც ახლა გაქვთ. უარესი ვეღარაფერი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, ს თქმით, გრენლანდიის შეძენა -ის თავდაცვისთვის აუცილებელია.
„ჩვენ მართლაც გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად. თავდაცვისთვის გვჭირდება“, – განაცხადა ტრამპმა.
1tv.ge