საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა – მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა.
მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
“დღეს მქონდა პატივი, პირადად მიმელოცა 93 წლის იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისათვის.

ჩვენს ერს მისი ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

ვუსურვე მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის სამსახურში და გამოვხატე ჩემი მადლიერება და პატივისცემა მისი ფასდაუდებელი ღვაწლისათვის საქართველოს წინაშე.”– განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო