“ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია” – დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულს, ვიქტორ იოკერეშს ბრიტანული მედია ხშირად აკრიტიკებს. შვედ ფორვარდს არა თუ გოლის გატანა, არამედ მომენტების შექმნაც ძალიან უჭირს, რის გამოც ინგლისელი კოლეგებისთვის კრიტიკის ობიექტად იქცა.
“მეთოფეების” ერთ-ერთმა ლიდერმა დეკლან რაისმა “ბორნმუთთან” 3:2 გამარჯვების შემდეგ ვიქტორზე ისაუბრა და თანაგუნდელი დაიცვა.
“მისთვის ეს რთულია, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში მის წინააღმდეგ ორი მცველი მოქმედებს. ვიქტორი იძულებულია გამოიყენოს თავისი ძალა და ყველაფერი გააკეთოს გუნდისთვის. მეორე გოლის ეპიზოდში, მარტინელის პასის შემდეგ რომ არა იოკერეში, საგოლე მომენტი არ შეგვექმნებოდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც თამაში შეცვალა. ვხედავ, რამდენად ძლიერად ურტყამს ბურთს და როდესაც მას აქვს სივრცე და ბურთი მისდის, გოლს 100%-ით გაიტანს.
მაგრამ ახლა, პრემიერ ლიგის მცველები მას მუდამ დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. დამიჯერეთ, ის ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო – მის გარეშე, ჩვენ დღეს იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ”, – ციტირებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი რაისის სიტყვებს.
შეგახსენებთ, “არსენალი” 48 ქულით პრემიერლიგას ლიდერობს.
სუპერმატჩი პრემიერლიგაში – “არსენალმა” “იუნაიტედი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული – როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს
“გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი” – ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
დიოკერეში “არსენალთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ლონდონში გაფრინდა
“არსენალი” და “სპორტინგი” ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია – რა ბედი ეწევა შვედს?
“ამას ნამდვილად არ ველოდი, შოკში ვიყავი” – მიკელ არტეტა
[VIDEO] “არსენალმა” “ასტონ ვილა” დაშალა – ემერი “ემირეითსზე” შეაჩერეს…
თავისი მაინც გაიტანა – დიოკერეში უახლოეს საათებში “არსენალის” ფეხბურთელი გახდება
“უსასრულოდ ვერ მოვითმენდი” – ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
[VIDEO] “სიტიმ” “რეალს” მადრიდში მოუგო – გადააყენებენ ალონსოს?
“დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება” – უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში – “არსენალი” კვლავ შეუჩერებელია!
“სპორტინგი” დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
“ვერ ვხვდები, რატომ დატოვეს ფრანგებმა იამალი უყურადღებოდ” – დეკლან რაისი
“მიყვარხართ, მადლობა დიდებული მომენტებისთვის” – რაისი “ვესთ ჰემიდან” “არსენალში” გადავიდა
“არსენალის” პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან” – ევრამ “მეთოფეებზე” ისაუბრა
“არსენალი” რაისის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს ჩადის – “ჩაქუჩებს” მეტი სურს