როგორია საქართველოსა და თურქეთის მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ თურქეთში 306 435.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 438 662.6 ათასი დოლარის დონეზე იყო. შესაბამისად თურქეთში ექსპორტი 30%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ტრიკოტაჟის ნაწარმია.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
· მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი – 66 785.7 ათასი დოლარი;
· ფეროშენადნობები – 34 590.4 ათასი დოლარი;
· კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა – 18 954.0 ათასი დოლარი;
· ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – 18 501.8 ათასი დოლარი;
· ელექტროენერგია -18 388.4 ათასი დოლარი;
რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს, ისიც 1%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ თურქეთიდან 2 491 938.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 508 546.0 ათასი დოლარის. თურქეთიდან საქართველოში განხორციელებულ იმპორტში ყველაზე დიდი წილი წამლებზე მოდის.
5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 149 172.3 ათასი დოლარი;
· მსუბუქი ავტომობილები – 113 751.2 ათასი დოლარი;
· ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 95 600.6 ათასი დოლარი;
· წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 75 551.7 ათასი დოლარი;
· მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები – 57 505.5 ათასი დოლარი;
businessinsider.ge