ხარკოვზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

4 იანვრის ღამეს ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედრის ფრაგმენტების აღმოჩენის შესახებ განაცხადა – რუსული საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
„ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, – წერს ხარკოვის მერი ტელეგრამზე.
დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ორი დღით ადრე, მრავალსართულიან კორპუსზე რაკეტებით შეტევის შედეგად 30-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. მათგან ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ბოლო 24 საათში 20-ზე მეტი შეტაკება მოხდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის