პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე

2026 წელი გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით დავიწყეთ, ესპანეთის ჩემპიონატში კი წელი მე-18 ტურით განახლდა.
შაბათი, ელჩე – ვილიარეალი 1:3. გიორგი მიქაუტაძის დიდებული თამაში, გოლი და საგოლე პასი.
რაც შეეხება საფრანგეთის პირველობას, მე-17 ტური “ლანსის” გამარჯვებით დაიწყო და მათ ლიდერობას საფრთხე არ ემუქრება.
დღეს. 20:15 საათზე, ბოლოადგილოსანი, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის “მეცი” “ლორიანს” ესტუმრება, ტურს კი ს პსჟ დახურავს, თბილისის დროით 23:45 საათზე პარიზულ დერბიში “პარიზს” “პარკ დე პრენსზე” უმასპინძლებს.
ეს დაპირისპირება დიდხნიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება (12 იანვარს თასზეც შეხვდებიან) და ვნახოთ, მძლავრ პარიზელებს აუტსაიდერი თანაქალაქელები რას დაუპირისპირებენ.
ლუის ენრიკეს გუნდს 8 იანვარს საფრანგეთის სუპერთასი “მარსელთან” ელის, ამ თვეში ყველა ტურნირზე 7 მატჩია, მაგრამ ტონუსში შესასვლელად ალბათ მწვრთნელი ოპტიმალურ შემადგენლობას დაეყრდნობა. შეტევაში დუე-დემბელე-კვარაცხელიას ელოდნენ, მაგრამ ჩვენებურმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო (ძლიერად ჩაარტყეს) და მისი თამაში საეჭვოა. “კვარა” მატჩისწინა ვარჯიშის ფოტოებზე არ გამოჩენილა. 29 ნოემბრის შემდეგ პირველად, მეკარე ლუკას შევალიე ითამაშებს.
პარიზელთა რიგებში კვლავ არაა ჰაკიმი(ტრავმის შემდეგ პირველად ნაკრებში, 27 წუთი ითამაშა), ვისი მაროკოც ამ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე (20:00 ათ) ტანზანიასთან აფრიკის თასის პლეი-ოფში იასპარეზებს, მბაიეს (შეცვლაზე შევიდა და გაიტანა) სენეგალი კი სუდანს 3 იანვარს ეთამაშა(3:1 დაამარცხა). მეკარე საფონოვს ხელის მოტეხილობა აქვს, ტრავმა კი კორეელ ლისა და ნჯანტუსაც აწუხებთ.
“პარიზის” მეკარე გერმანელი ტრაპია, ვისთანაც თამაშის გამოცდილება ს “ნაპოლისა” და ჩემპიონთა ლიგიდან აქვს, როცა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ქართველს მისი დამწუხრება ახლა შეუძლია(აინტრახტთან ეფექტური საგოლე კი პასი ჰქონდა).
“პარიზმა” ჩემპიონატში ბოლოს 1-ელ ნოემბერს მოიგო და “მონაკოს” (1:0) აჯობა, პსჟ-მა კი ბოლოს სწორედ მონაკოელებთან, ნოემბერში, ამავე ანგარიშით წააგო.
მთავარი მსაჯი ფრანგი ბასტიენი იქნება. საინტერესოა, რომ ის იმ მატჩს მოემსახურა, როცა პსჟ “ლიონს” შეხვდა და “კვარამ” გაიტანა, რომელი გოლის ირგვლივაც კამათი იყო. 42 წლის არბიტრმა აქედან მალევე, თბილისში საქართველოსა და ესპანეთის (0:4) შეხვედრა განსაჯა.
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში – Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
დამძიმებული ფეხებით – ჩაკვეტაძემ “ლესტერთან” მატჩამდე ისაუბრა
“მიქაუტაძე “ვილიარეალს” წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან” – რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი – “ვილიარეალმა” “ელჩეს” მოუგო
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში – Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
“წიტაიშვილი “ლაციოს” სჭირდება – მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს” – იტალიური მედია
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა – ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
წიტაიშვილის 68 წუთი და “მეცის” ზედიზედ მესამე წაგება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ “ბარსელონასთან” მატჩში?
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო
[VIDEO] მიქაუტაძემ “ბარსასთან” მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა – “ბლაუგრანამ” “ვილიარეალის” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
წიტაიშვილი “მეცში” გამოარჩიეს – ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას