გურჯაანში არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულ ბიძას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.
მოსამართლე იოსებ აბრამიშვილმა გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებაში მხილებულ 45 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
მამაკაცი ამ დრომდე კომაშია – ის საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მართვით სუნთქვაზეა, რადგან მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. იმ მიზეზით, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულსა და არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა დახურულია.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მის წინააღმდეგ გამოძიება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება