ლევან ლორთქიფანიძე: რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მადუროს ჩადენილი, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეიჭრას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და მოიტაცოს ფაქტობრივი პრეზიდენტი

მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე -ს მიერ ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

“იმპერიალიზმი იმპერიალიზმია!

ჩვენ ისეთი სამყარო გვინდა, სადაც ქვეყანა, თავისი სიმდიდრის, ზომისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ელემენტარულ წესებს მაინც ემორჩილება.

ლეგიტიმურობის როგორი კრიზისიც არ უნდა ჰქონოდა მადუროს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონოდა მას ჩადენილი, არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება შეიჭრას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და მოიტაცოს ფაქტობრივი პრეზიდენტი.

“პანდორას ყუთის” თავსახური დამსხვრეულია. თუ სთვის მოსულა, თუ -სთვის მოსულა, მაშინ ყველა რეგიონალურ ზესახელმწიფოსაც ეხსნება ხელ-ფეხი დასუსტებული მეზობლების დასამონებლად.

ევროკავშირის ახლა ეძლევა შანსი, რომ საკუთარ თვითმყოფადობას გაუსვას ხაზი”. – წერს ლორთქიფანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის