[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი – “ვილიარეალმა” “ელჩეს” მოუგო

ლა ლიგის მეთვრამეტე ტურში „ვილიარეალმა“ გასვლაზე „ელჩეს“ 3:1 სძლია, გიორგი მიქაუტაძემ კი თავი გამოიჩინა.
თამაში საინტერესო და ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და შედეგსაც მიაღწიეს – გიორგი მიქაუტაძის პასით გოლი ჯერ ალბერტო მოლეირომ გაიტანა, შემდეგ კი ქართველმა თავად დალაშქრა ინიაკი პენიას კარი. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მარტინ ნეტომ სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.
შესვენების მერე მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ალფონსო პედრასამ პენიას გაუტანა და “ვილიარეალმა” გამარჯვება მოიპოვა.
მიქაუტაძის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
„ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა და 10 იანვარს „ალავესს“ უმასპინძლებს.
ელჩე – ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 მოლეირო (7), 0:2 მიქაუტაძე (13), 1:2 ნეტო (30), 1:3 პედრასა (83)
· გეგი უყვარს გოლებიიი… ჟორჟ