ლევან არველაძე – ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშს ვხედავ და ეს გარდაუვალი მარცხის შიშია

ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშსა და პანიკას ვხედავ და ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქტიური კამპანია, რომელშიც ოპოზიციონერი კოლეგები არიან ჩართულნ, „ოპოზიციური ტელევიზიების მიერ კეთდება სიუჟეტები და უამრავი ეთერი ეძღვნება მხოლოდ ერთადერთ თემას – ს პოლიტიკაში დაბრუნებას“.
„ყოველივე ამან ერთი რამე გამახსენა, 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. მახსოვს, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განუზომელი შიში. ახლაც სწორედ ამ შიშს ვხედავ. ეს არის მარცხის შიში და ეს მარცხი გარდაუვალია. გპირდებით, რომ ოქტომბერში ძალიან მყარად და ძალიან დიდი დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ლევან არველაძემ.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის