რუსტემ უმეროვის განცხადებით, კიევში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლები ჩავიდნენ

კიევში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ევროპელი ლიდერების მრჩევლები ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„შეხვედრებში მონაწილეობას გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ფინეთის, კანადის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის, ასევე ნატო-ს, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები მიიღებენ“, – წერს უმეროვი X-ზე.
უმეროვის ცნობით, პარტნიორებთან შეხვედრებზე შემდგომი ნაბიჯების კოორდინაცია მოხდება.
ცნობისთვის, 6 იანვარს პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)