ტრამპის მუქარა ირანს და ირანის პასუხი

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს, თუ ირანის ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობითა და მკვლელობებით დაუპირისპირდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ქვეყანაში მეხუთე დღეა გრძელდება მასობრივი პროტესტები – ეროვნული ვალუტის, რიალის, მკვეთრი გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე. მედიის მიხედვით, შეტაკებებისას უკვე ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა.
“ჩვენი შეიარაღება მზადყოფნაშია” – დაწერა პლატფორმა X-ზე დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, თუ ძალოვანი სტრუქტურები კვლავ გააგრძელებენ ხალხზე სროლას, მზადაა „დაეხმაროს ირანის მოსახლეობას“.
მანამდე, დეკემბრის ბოლოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს ს შესაძლო იერიშებს ირანზე, იმ შემთხვევაში თუ თეირანი არ შეწყვეტს რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის განვითარებას.
ამასთან, ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა ირანსა და ვენესუელაში მოქმედ რამდენიმე კომპანიასა და ფიზიკურ პირს – უპილოტო აპარატების მიწოდების გამო.
ს ოფიციალური პირებისა და ს განცხადებების ფონზე ნათელი გახდა, რა ხდებოდა კულისებს მიღმა. ჩვენ განვასხვავებთ პროტესტში მყოფი მოვაჭრეების პოზიციასა და დივერსიული ელემენტების ქმედებებს ერთმანეთისგან და ტრამპმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შიდა საკითხში -ის ჩარევა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას და ამერიკული ინტერესების განადგურებას გამოიწვევს. ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს ავანტიურა ტრამპმა დაიწყო და მათ ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოებას“