“კობახიძემ ისეთ ცეცხლთან დაიწყო თამაში, უკან დასახევს ვეღარ მონახავს” – მაგდა მამუკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ხომ დაარქვეს რუსებმა სახელები, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები. მერე ეს მათი წარმოსახული რესპუბლიკები ხომ ჩაუწერეს პასპორტებში იქ მაცხოვრებელებს, ხოდა ქართველი მესაზღვრეები მათ არ უშვებენ და დუმის დეპუტატი ვიქტორა გაგიჟებულა: “ადამიანს დაბადების ადგილის ნიშნით უკრძალავენ რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას, რომელიც დღეს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, ვინ არის დამნაშავე, რათა ირაკლი კობახიძე ჩაუღრმავდეს ამ პრობლემას”.
კობახიძემ ისეთ ცეცხლთან დაიწყო თამაში, უკან დასახევს ვეღარ მონახავს. კი ამათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარებასაც მოსთხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში