დევიდ კამერონსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დევიდ კამერონსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და მისი მომავალი უსაფრთხოება დავიცვათ.
დღეს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან განვიხილე, შვედეთის ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობასთან ერთად, რაც მოკავშირეებისა და ნატო-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო მეტად დაიცავს“, – წერს დევიდ კამერონი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ბუდაპეშტში მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”