ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
რუსეთის მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის (ЦМАК) ინფორმაციით, რუსეთის ბანკების წინაშე კორპორარიული კლიენტების ე.წ. “ცუდმა საკრედიტო პორტფელმა” 10 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, რაც 120 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს არის კრედიტები, რომელთა დაბრუნება ბანკის კლიენტებს, დიდი ალბათობით, აღარ შეუძლიათ. ЦМАК-ს რუსეთის თავდაცვის მინისტრ, ბელოუსოვის ძმა ხელმძღვანელობს, თავად ასეთი პროსახელისუფლო კვლევითი ცენტრის აზრითაც, რუსული საბანკო სისტემა 2026 წელს ძალიან სერიოზულ პრობლემებს წინაშე დადგება .
მარტო ბოლო კვირაში ცენტრალურმა ბანკმა რეკორდული 3.2 ტრილიონი რუბლი (დაახლოებით 40 მილიარდი $) დაბეჭდა, მისცა ბანკებს, რომლებმაც შეიძინეს ცენტრალური, რეგიონალური მთავრობების და სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები. ამ გზით ცენტორბანკი ცდილობს შეავსოს ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტების დეფიციტი, გადაარჩინოს მსხვილი სახელმწიფო საწარმოები გაკოტრებისგან. მაგრამ ამ ობლიგაციების წლიური მარჟა, ძალიან მაღალია, 16%. მარტო ამ შიდა ვალის მომსახურება ბიუჯეტს იმდენად ძვირი უჯდება, რომ მომავალ წელს, ცენტორბანკის ყველა ახალი ემისია, ფაქტობრივად ამ პროცენტების მომსახურებაზე წავა, ინფლაცია კი სერიოზულად მოიმატებს.პროსახელისუფლო „საზოგადოებრივი აზრის ფონდი”-ს (Фонд обшественного мнения- ФОМ ) წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით პირველად დაფიქსირდა ვითარება, როცა მოსახლეობის 25-27% ამბობს, რომ მათი მატერიალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და, რომ მომავალ წელს იგივეს ელოდებიან. ამავე გამოკითხვით, მცირე და საშუალო ბიზნესის 30-35% აცხადებს რომ ისინი ემზადებიან კომპანიების დასახურად, თუკი მომავალ წელს ეკონომიკური ვითარება არ შეიცვლება. პროსახელისუფლო სოციოლოგიური კომპანიის მიერ, რომელიც მრავალი წელია ემსახურებოდა პუტინის პოლიტიკის გამართლებას, კვლევის ასეთი შედეგების გამოქვეყნება, რუსი ექსპერტების აზრით მიანიშნებს, რომ საზგადოების განწყობები ძალიან არის შეცვლილი, ეკონომიკური ვითარება კი მკვეთრად გაუარესებულია, ხოლო პესიმისტური მოლოდინები გაზრდილი.რუსული მეტალურგიული გიგანტის “Северсталь”-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე შეველევმა ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ მეტალურგიის სფეროში არსებული კრიზისი შედარებადია 1990-იანი წლების კრიზისთან და ყველაზე მძიმეა იმ პერიოდიდან მოყოლებული. საწარმოებები ამცირებენ პროდუქციის გამოშვებას 15-20%-ით, მოგება ნულოვანია, ხოლო ნაწილი საწამოებისა უკვე გაკოტრდა. ქვანახშირის წარმოება არათუ ეცემა, არამედ ფაქტობრივად ჩერდება.რუსული მსხვილი ბიზნესი არადროს არ აკეთებდა განცხადებებს, რომელიც ასე მკვეთრად აკრიტიკებდა პუტინის ეკონომიკურ პოლიტიკას. თავად რუსი პროსახელისუფლლო ექსპერტების აზრითაც, ასეთი განცხადებები მიანიშნებს, რომ ეკონომიკაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ომის პირობებში, როცა იარაღის მწარმობელ ქარხნებს ბევრი ლითონი ჭირდებათ, მეტალურგია თითქოს ერთ ერთი ყველაზე მომგებიანი და განვითარებადი სფერო უნდა იყოს, მაგრამ პირიქითაა. ბოლო მონაცემებით რუსეთში მეტალის მოხმარება 2025 წელს დაეცა 14-15%-ით. რაც კოლოსალური რიცხვია და მართლა ედრება 90-ანი წლების კრიზისს.ნოემბრის მონაცემებით რეცესია მრეწველობის სფეროში უკვე დაწყებულიაგადამუშავებელი მრეწველობა შემცირდა 1.0%-ით;ქიმიური მრეწველობა: -1.7%ენერგეტიკა: -3.4%მანქანებისა და აღჭურვილობის წარმოება -14.6%; ავტომობილების, ტრეილერებისა და ნახევრადტრეილერების წარმოება -35.3%;ტრაქტორების წარმოება -61.6%;ბულდოზერების -53.7%;ლიფტების -37.2%;ელექტროაღჭურვილობის -12.3%. (Kommersant. ru)რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტი დაანგარიშებულია რუსული ნავთობის Urals ფასზე ბარელი 59$, მაშინ როცა დეკემბერში რუსულ ნავთობის გაყიდვაზე დადებული კონტრაქტები ფასი ბარელზე დაახლოებით $34-36 დოლარამდე დაეცა. (Argus Media და The Moscow Times მონაცემები).ჩინეთის ან სხვა აზიელი ნავთობშემსყიდველებისათვის Urals-ზე ზოგიერთი ტრანზაქცია, სტანდარტული Brent-თან შედარებით დეკემბერში იღებს $35-იან ფასდაკლებას, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასდაკ;ება 50%-ზე მეტია. ბრენტის ფასი დღეს ბაზრზე 60-61$-ია, (The Moscow Times მონაცემები)Bloomberg-ის თანახმად,Urals საშუალო ფასი ახლო პერიოდში იქნება დაახლოებით $38 ბარელზე ბალტიის პორტებში.ამ დროს რუსული ნავთობის თვითღირებულება შეადგენს 45$ იგივე პორტებში მიტანით, ხოლო ახალ დაბადოებზე 60 $-საც კი აღწევს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თუკი სასწაული არ მოხდა და ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, რუსეთის ბიუჯეტს ა ასევე რუსულ ნავთოკომპანიებს მომავალ წელს უსერიოზულესი პრობლემები ელის.ნავთობის ბაზრის ავტორიტეტული ანალიტიკოსების და ენერგეტიკული ორგანიზაციების (Reuters, Goldman Sachs, IEA, EIA, სხვა) აზრით კი მომავალ წელს ნავთობის ფასმა შეიძლება მნიშვნელოვნად დაიკლოს, რადგანაც ბაზარზე ბევრი ჭარბი ნავთობია და მოთხოვნა მცირდება. Reuters/IEA-მ გააფრთხილა ნავთობმწარმოებლები, რომ მსოფლიოს ბაზარზე მომავალი წელს მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე მოთხოვნა. Goldman Sachs პროგნოზირებს, რომ 2026 წელს Brent ის ფასი დაახლოებით $52 იქნება.ამის მიზეზი ბევრია. მთელ მსოფლიოში აქტიურად გადადიან ელექტროობილებზე, პირველ რიგში ეს ეხება ჩინეთს. OPEC და OPEC + კარტელები აღარ არიან მსოფლიო ბაზრის ფასის განმსაზღვრელები. მათი შეთნხმებები ნავთობომოპოვების შეზღუდვით ბაზარზე მაღალი ფასების შესანარჩუნებლად, ვეღარ მუშაობს. ბევრი ქვეყნა, ბრაზილია, კანადა, ყაზახეთი და ა.შ. მსოფლიო ბაზრზე მსხვილი მოთამაშეები გახდნენ, ერთ ერთ უმსხვილეს ექსპორტიორად იქცა აშშ. ამ სიტუაცაში OPEC -ის ქვეყნები თავიანთი მოპოვების შემცირებით თავად კარგავენ ბაზრებს და შემოსავლებს. ამიტომ OPEC -ის ყველაზე მსხვილი მოთმაშე საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მომავალ წელს იგი აპირებს გახსნას დაკონსერვებული საბადოები და მკვეთრად გაზრდოს ნავთობის ექსპორტი აზიურ ბაზრებზე რუსული ნავთობის ჩასანაცვლებად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაბული ნავთობის თვითღირებულება ბევრად დაბალია რუსული ნავთობისაზე, (რიგ შემთხვევებში, 10-15$-ს ფარგლებშია) ამიტომ არაბებებს შეუძლიათ მოგებაზე იმუშაონ BRENT ფასის თუნდაც 30$-მდე დაცემის პირობებში. თან ამ შემთხვევაში მაღალი თვითღირებულების გამო პრობლემები შეიძლება შეექმნას აშშ-ს ნავთობის ნაწილს, ამიტომ ნავთობზე დაბალი ფასებით არაბები შეიძლება შეეცადონს ბაზარზე აშშ-ს წილის შეზღუდვას. ყველა ეს სცენარი კატასროფულია რუსეთისთვის.
მე არ ვარ ეკონომისტი და ბუნებრივია, ვერ გავაკეთებ ეკონომიკურ პროგნოზებს. მე უბრალო მომყავს ავტორიტეტული ენერგეტიკული ორგანიზაციების, რუსული ოფიციალური წყაროების და ხელისუფლებასთან დაახლოებული ანალიტიკური ცენტრების მონაცემები. ამ უკანასკნელებში რეალობა, როგორც წესი მნიშვნელოვანწილად, შელამაზებულია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს ისინი ვერ ვეღარ მალავენ პრობლემებს და ძალიან მძიმე წელს ვარაუდობენ პუტინის ხელისუფლებისთვის. დასავლურ მედიებში რუსეთის ეკონომიკის შეფასების და პროგნოზის ბევრად შავ ფერებშია დახატული. როგორც ჩანს, 2026 წელი რეალურად იქნება პირველი წელი, როცა დავინახავთ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგებს და როცა რუსეთის ეკონომიკა ხილულად წავა ისეთ რეცესიაში, რომელიც ვერ დიამალება, ხოლო ბიუჯეტის სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება.




