“არ მოსულა ქოცების კრიტიკის მიზნით ყველაფერი იკადრო ადამიანმა” – ბადრი გრიგალაშვილი

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:
როცა ამბობენ : “ძალადობას ვგმობ, მაგრამ” – რეალურად ხელს უწყობენ ძალადობის ლეგიტიმაციას,
როცა ამბობენ : “მე უცხოელების შემოსვლის წინააღმდეგი კი არ ვარ ძმაო, მაგრამ” – რეალურად ამართლებენ ნიზმს.
ამ პათოსებით მანიპულირებენ ხალხის ემოციებზე და ახდენენ ნისტური შეხედულებების კულტივირებას, რამაც ეს ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზიანა არაერთხელ.
არ მოსულა ქოცების კრიტიკის მიზნით ყველაფერი იკადრო ადამიანმა: “არაბიზაცია ხდება ხალხო”, “რუსთაველი ინდოელებმა გადაგვიკეტეს” და ა.შ – ერთი ჟანრია.
შეგიძლია ქოცი აკრიტიკო იმაზე, რომ რუსთაველის გადაკეტვისთვის პროტესტანტებს იჭერენ, მაგრამ ახალი წლის ღამეს რატომ არ დაიჭირეს უცხოელები – ამის მოთხოვნა არის მარაზმი.
ინფორმაციისთვის: ქვეანაში დაახლოებით 15000 ინდოელია, 1000მდე ბანგლადეშელი და დაახლოებით ამდენივე არაბი – ანუ, დაახლოებით მოსახლეობის 0.5%.
აქეთ მხარეს, რაც უფრო მალე შეეშვებით ქარის წისქვილებთან ბრძოლას, მით უფრო მალე გაგვიმყრდება მორალური საფუძველი.