ლონდონის “ჩელსიმ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ენცო მარესკა გაათავისუფლა, ამის შესახებ კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
Indykaila News-ის ცნობით, “არისტოკრატებს” შესაძლოა სათავეში ჟოზე მოურინიო ჩაუდგეს. წყაროს ცნობით, თუ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლონდონელთაგან შეთავაზება მიიღო, იგი “ბენფიკას” დაუყოვნებლივ დატოვებს და პრემიერლიგაში დაბრუნდება.
მარესკას თავკაცობით “ჩელსიმ” ჯამში 92 შეხვედრა ჩაატარა, 55-ჯერ იმარჯვა,16-ჯერ ფრეს მიაღწია და 21-ჯერ დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა უეფას კონფერენსლიგა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
მოურინიო “ჩელსის” 2004/2007 და 2013/2015 წლებში წვრთნიდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “ლურჯები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და ლიდერ “არსენალს” 15 ქულით ჩამორჩებიან.


