დღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პენსიების, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასების მატებას.
· 70 წლამდე პენსიონერებისთვის – 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
· 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის – 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.
ვის რამხელა ხელფასი ექნება:
· პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – ეზრდებათ 1400 ლარით და ექნებათ 16 000 ლარი;
· პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
· მინისტრებს, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებს – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
· დეპუტატებს ხელფასი 1120 ლარით ეზრდებათ და 12 800 ლარი უხდებათ.
იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:
· უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების – 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი;
· უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
· სააპელაციოს მოსამართლეების – 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი;
· საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების – 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.
ფორუმი




