ფონდში “ქართუ” საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში დაგეგმილ მშენებლობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობენ

საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან ისნის რაიონში დაგეგმილ მშენებლობაზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე საუბრობს ფონდი “ქართუ”.
ფონდში განმარტავენ, რომ “ქართუს” შვილობილი სამი კომპანიის საკუთრებაში რამდენიმე მიწის ნაკვეთი არსებობდა და მათი რეალიზაცია გადაწყდა.
“ქართუს” გამგეობის თავმჯდომარის, ნიკო ჩხეტიანის განცხადებით, ფონდი აქტივებს ავითარებს, ყიდის ან აქირავებს და შემოსულ თანხებს საქველმოქმედო პროექტებისთვის იყენებს.
“ისნის რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთზე მორიგი ისტერიკა ატყდა. რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც არის ფონდ “ქართუს” ძირითადი დონორი, ფონდს გადასცა საქართველოში თითქმის ყველა თავისი აქტივები, რაც ნიშნავს, იმას რომ ზოგს ვაქირავებთ, ზოგს ვყიდით და სწორედ ამ შემოსავლით და იმ თანხებს ვიყენებთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებში,”- აცხადებს ჩხეტიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება