წინა არჩევნებშიც გვყავდა სხვა კომპანია კონსულტანტად, ახლა გვყავს კონსულტანტი – ამერიკული კომპანია და მალე ევროპულიც გვეყოლება – დავით უსუფაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, “ლელოს” წინა არჩევნებშიც ჰყავდა უცხოელი კონსულტანტებიც და ახლაც ჰყავს, მაშ შორის, ის კომპანია, რომელშიც როზნერი მუშაობს.
უსუფაშვილის განმარტებით, “ლელოს” პიარსტრატეგია სხვა პარტიების სტრატეგიას არ ემთხვევა და არც რაიმე კავშირი აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
“წინა არჩევნებშიც გვყავდა სხვა კომპანია კონსულტანტად. ახლა გვყავს კონსულტანტი – ამერიკული კომპანია და მალე ევროპულიც გვეყოლება ალბათ. ამას არანაირი კავშირ არ აქვს არც სხვა რომელიმე პარტიასთან და არც “ლელოს” სტრატეგიასთან. როზნერს, 2010 თუ 2011 წლის შემდეგ, არანაირ სხვა პარტიასთან კავშირი არ ჰქონია. “ლელოს” პიარ-სტრატეგია არასდროს არ დამთხვევია არავის სტრატეგიას. ზოგჯერ არის თემები, რომელშიც გვაქვს საერთო პოზიცია. ეს არის სერიოზული კომპანია, რომელშიც მუშაობს ბატონი როზნერიც, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა