2025 წლის ბოლოს ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის სატრანსფერო ფასები გაიზარდა – ასეთია „ტრანსფერმარკტის“ განახლებული ინფორმაცია.
აქამდე აღნიშნულ ვებგვერზე საქართველოს ნაკრებისა და მეორე ბუნდესლიგის „ნიურნბერგის“ მცველის ტრანსფერის ღირებულება 1,5 მილიონი ევრო იყო – ახლა კი ნახევარი მილიონით გაიზარდა და ორი მილიონი გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ პსჟ-ის თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება დარჩა უცვლელი და კვლავ 90 მილიონი ევროა. „მეცის“ შემტევის, გიორგი წიტაიშვილის ფასმა 2 მილიონიდან 2,5 მილიონ ევრომდე მოიმატა, ხოლო მისი თანაგუნდელის, გიორგი აბუაშვილის შეფასება ერთი მილიონის ნაცვლად 1.2 მილიონი ევრო გახდა.
მოულოდნელია ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასის შემცირება – „სენტ-ეტიენის“ ლიდერის გრაფაში 9 მილიონი ევროს ნაცვლად 8 მილიონია მითითებული. სავარაუდოდ, ეს ქართველის გუნდის ლიგა 2-ში თამაშის შედეგია.
1tv.ge




