FIFA დუბაის სპორტულ საბჭოსთან (DSC) პარტნიორობით ახალ ჯილდოს დააწესებს, რომელიც The Best-ს ჩაანაცვლებს. მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ფიფა ყოველწლიურად გამართავს საუკეთესო ფეხბურთელებისა და ფეხბურთის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიას. ახალი პრემია გახდება FIFA-ს ერთადერთი ოფიციალური ჯილდო და სრულად შეცვლის The Best-ს. პირველი ცერემონია 2026 წელს არის დაგეგმილი.
როგორც FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, ახალი ფორმატი მხოლოდ ჯილდოს გადაცემას არ გულისხმობს – ის ფეხბურთის პოპულარიზაციისა და წლის გამორჩეული ფიგურების დაფასების ინოვაციურ პლატფორმად იქცევა, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
FIFA-ს The Best-ის ჯილდო 2016 წლიდან გაიცემოდა. 2025 წლის გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა.




