“ერთობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ხატია დეკანოიძე:
რა პროგნოზირებადები არიან: ხალხის ყვლეფისა და მკვლელი პროკურორის გადასაფარად ივანიშვილი გამოუგორებიათ წერილით.
საქართველოში ქაოსის შემომტანმა, კორუფციით, სიღარიბით, წამების მანქანებითა და ქიმიური ნივთიერებებით საკუთარ ხალხზე მოძალადე ივანიშვილმა – მე დანებებას არ ვაპირებო.
დანებებას ქართველი ხალხი არ აპირებს. მაინც ვერ მოგვიშორებს ხალხის გამღარიბებელი და რუსეთის მოტრფიალე კრიმინალური სინდიკატი. ჩვენს სამშობლოში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა და ბედნიერება დადგეს.
2026-შიც იგივე შემართებით და გონიერებით.
გავიდა ბრძოლის, ჩვენი ხალხის ტყვეობის, გამძლეობისა და შემართების წელი.
ახალ წელსაც თავისუფლების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის – ბოლომდე!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!




