ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია, ეკონომიკის პრობლემების ფონზე

ირანის ქუჩებში რამდენიმე დღეა გრძელდება მასობრივი საპროტეტო აქციები, რომელთა მიზეზიც, როგორც იუწყებიან, უწინარესად ეკონომიკის პრობლემებია – მათ შორის ეროვნული ფულადი ერთეულის კურსის მკვეთრი ვარდნა. ანტისამთავრობო აქციები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, თეირანის ჩათვლით. დემონსტრაციები დაიწყო ქუჩის გამყიდველების პროტესტით – რომლებსაც 30 დეკემბერს უნივერსიტეტების სტუდენტები შეუერთდნენ.
შეხლა-შემოხლის შემთხვევები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, დემონსტრანტთა დაშლის მცდელობისას პოლიცია იყენებდა ხელკეტებს და ცრემლმდენ გაზს.
საპროტესტო აქციების ფონია კვლავ გაღრმავებული დაძაბულობა ირანის ატომური პროგრამის გარშემო. -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს, ს პრემიერ-მინისტრ სთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ -მა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს კიდევ ერთ მასშტაბურ დარტყმას ირანზე, თუკი თეირანი აღადგენს თავის სარაკეტო ან ბირთვულ პროგრამას. ტრამპის ვარაუდით, ირანის ხელისუფლება აშშ-ის მიერ ივნისში განხორციელებული დატყმის შემდეგ შესაძლოა თავისი შეიარაღების პროგრამის აღდგენაზე მუშაობდეს ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში არსებულ ობიექტებზე – წერს სააგენტო Reuters-ი. ირანი – რომელმაც ივნისში 12-დღიანი ომი აწარმოა ისრაელთან – ახლახან აცხადებდა, რომ მიმდინარე თვეში ორჯერ ჩაატარა სარაკეტო სწავლება.
ამასთან, ტრამპმა, რომელსაც ირანის შესახებ კითხვა დაუსვეს, ილაპარაკა ამ ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის ინფლაციაზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი აქციების მთავარი მიზეზი ცხოვრების პირობების გაუარესებაა, აქციებს აქვს პოლიტიკური ქვეტექსტიც – უკმაყოფილება ისლამური რესპუბლიკის რეჟიმით. ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების წინა ტალღა 2022 წელს იყო – როგორც რეაქცია ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილზე. იმ აქციებს მკვეთრად პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
ირანის გენერალურმა პროკურორმა მშვიდობიან აქციებს კანონიერი უწონდა და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ პასუხი გაეცემა არეულობის მოწყობის ნებისმიერ მცდელობას.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მზადყოფნას გამოთქვამენ დიალოგისთვის მშვიდობიანი აქციების მონაწილეებთან.
ფორუმი