სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 დოლარად შეძენილი ფართი, ბინა ვაკეში – რა ქონებას ფლობს მოსამართლე ევა გოცირიძე

სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი, 140 000 დოლარად შეძენილი კომერციული ფართი, ბინა ჭავჭავაძეზე – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის საკუთრებაში არსებული ქონების არასრული ჩამონათვალია.
მან დეკლარაცია 16 იანვარს განაახლა. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია:
· 2016 წელს, 8 000 ლარად შეძენილი ბინა, რომელიც თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარეობს.
· 2014 წელს თბილისში, სანზონაში 71,86 კვ. მ.-ის ფართის ბინა, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო. გოცირიძეს მემკვიდრეობით აქვს მიღებული 2011 წელს 3 338 კვ.მ. მიწის ნაკვეთიც, რომელიც ამბროლაურის რაიონში, სოფელ ხოტევში მდებარეობს.
· 2021 წელს, 140 000 აშშ დოლარად მან შეიძინა კომერციული ფართი სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამას ქუჩაზე.
· 2016 წელს 450 223 ლარად შეიძინა ბინა ჭავჭავაძის გამზირზე (223,75 კვ.მ.).
· 2014 წელს, სახელმწიფოს მიერ 1995 წელს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის საბოსტნე მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფარგლებში გარდაბნის სოფელ თელეთში 1300 კვ.მ. ფართობის მიწა მიიღო საჩუქრად.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, “ს” პირად ანგარიშზე გოცირიძეს დეკლარაციის შევსებისას 463,76 ლარი უფიქსირდებოდა. ამავე ბანკში მისი ანაბრის მოცულობა 4747,19 ლარია. “ ბანკის” ანგარიშზე მოსამართლეს 4289,07 ლარი აქვს, ხოლო ანაბარზე – 2,3 დოლარი. გოცირიძეს ანაბარი აქვს Bank Postal-შიც – თანხის მოცულობა 23 ევროს შეადგენს. მოსამართლეს დანაზოგის სახით უფიქსირდება 1 0000 ევროც.
დეკლარაციაში გოცირიძე წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საფინანსო განყოფილების მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ხელფასის სახით მას ხელზე აღებული აქვს 119, 492.10 ლარი. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისგან კი, სადაც ის პროფესორია, შარშან მან ხელზე 2 8420 ლარი აიღო.
„მთავარი არხი“

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ