ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია

საქართველოში ყველაზე მასშტაბური, ევერესტის მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის და ოქროს ტურის გამარჯვებულები ცნობილია. პროექტის მხარდამჭერია “”.
წელს გამარჯვებულები გახდნენ:
· იოანე მამრიკიშვილი, თბილისის 60-ე სკოლის VI კლასის მოსწავლე;
· საბა ჯაფარიძე, თბილისის 168-ე სკოლის V კლასის მოსწავლე;
· დამიანე მამრიკიშვილი, თბილისის 60-ე სკოლის IV კლასის მოსწავლე;
ოლიმპიადის გამარჯვებულებს საქართველოს ბანკისგან გადაეცათ სპეციალური პრიზი – პლანშეტები.
ინფორმაციისთვის, წელს ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე 15 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა, ტესტი კი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ წერა.
ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, “საქართველოს ბანკის” CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: “საქართველოს ბანკის” სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, -სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – “საქართველოს ბანკის” ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; “საქართველოს ბანკის” ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
“საქართველოს ბანკის” მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ