დასავლეთ გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, უცნობი პირები Sparkasse Bank-ის სეიფში შეიჭრნენ და დაახლოებით 30 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები მოიპარეს, იტყობინება DPA, სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით.
წინასწარი ინფორმაციით, ძარცვა ორშაბათს ღამით მოხდა. დამნაშავეები შენობაში ახლომდებარე ავტოსადგომიდან შევიდნენ. საბურღი მოწყობილობის გამოყენებით, მათ სეიფის კედელში ხვრელი გაბურღეს და შეაღწიეს.
შიგნიდან ქურდებმა დაახლოებით 3200 სეიფი გახსნეს, მათი შიგთავსი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ. ბანკის თანამშრომლებმა ინციდენტის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს.




