“იქამდე, სანამ კალაძე იქნება მერი კორუფციასთან ბრძოლა უტიფარი ტყუილი იქნება” – საბა ბუაძე

“იქამდე, სანამ კალაძე იქნება მერი კორუფციასთან ბრძოლა უტიფარი ტყუილი იქნება” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ განაცხადა და ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლით ამაყობს.
საბა ბუაძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ კრიმინალების დაპატიმრებას არ გულისხმობს, “არამედ პირველ რიგში გულისხმობს ინსტიტუტების განმტკიცებას”, თუმცა “ოცნების” მთავარო ამოცანა სწორედ ამ ინსტიტუტების განადგურებაა”.
იქამდე, სანამ იქნება მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, ხოლო თავისუფლად ივლის გარეთ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება უბრალოდ უთავმოყვარეო, უტიფარი ტყუილი, რომელსაც “ქართული ოცნება” საზოგადოებას აჩეჩებს და მაშინ, როდესაც ეს ყველაზე კორუმპირებული ხალხი არის გარეთ, თავისუფლად გრძნობს თავს და აგრძელებს კრიმინალურ საქმიანობას, რასაკვირველია, ვერანაირ კორუფციასთან ბრძოლაზე საუბარი ვერ იქნება. მით უფრო, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ამ კრიმინალების დაპატიმრებას კი არ გულისხმობს, არამედ პირველ რიგში გულისხმობს ინსტიტუტების განმტკიცებას, რომ ასეთი კორუფცია ვერ მოხდეს და ასეთი მასშტაბები ვერ შეიძინოს. თუმცა ვხედავთ, რომ ინსტიტუტების განადგურება არის სწორედ ის მთავარი ამოცანა, რომელიც “ოცნებას” ამ წლების განმავლობაში ჰქონდა დასახული,” – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ მეარაყიშვილი – ჩვენს ეზოში ხმაურიანი ქორწილი იყო, გადავიღე და გამოჩნდა ანძა, რომელზეც მითხრეს, რომ სატელეფონო ანძა იყო, შეიძლება ქართველებმა დააზიანონ ან გაგვითიშონ ტელეფონი და ომი დაიწყოსო – ამაში გამოიხატებოდა ჩემი ჯაშუშური საქმიანობა

ადვოკატი ვაკის კორტებთან მკვლელობაზე – მალხაზ ბაგათელია დუმილის უფლებას იყენებს, მე-3 სტადიის სიმსივნე აქვს, ამიტომ დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა – ბრალდებამ, შესაძლოა, ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვოს, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერაფერს ვამჩნევ