დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება! – ამის შესახებ ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე განმარტავს, პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.
„კარგი ამბავი: სასამართლოდან დამიკავშირდნენ და შემატყობინეს, რომ პროკურატურამ ევა შაშიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.
პროცესი ჩატარდება 15:30-ზე.
სასამართლოს შემადგენლობამ ფორმალურად შეგვატყობინა ინფორმაცია მათ შორის სხვა ბრალდებულების ადვოკატებსაც.
დიდი ალბათობით, ევა ახალ წელს თავის შვილს ჩაეხუტება!“ – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.




