„ოცნება“ ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ 2025 წელს | 10 საქმე

2025 წელს „ქართული ოცნებაში“ შიდა-კლანური დაპირისპირება გაძლიერდა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, ექს-პრემიერისა და სუს-ის ყოფილი უფროსის ჩათვლით. ყოფილი მაღალჩინოსნების უმრავლესობა ბრალდებულია კორუფციაში, ყოფილი მთავარ პროკურორი კი — მკვლელობის შეკვეთაში.
გარდა იმ ყოფილი თანაგუნდელებისა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არასდროს გამიჯვნიან, მოქმედმა ხელისუფლებამ განაგრძო პოზიციაში გადასული ყოფილი თანამდებობის პირების დევნა და ბრალი დაუსწრებლად წაუყენა ემიგრაციაში წასულ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას.
10 საქმე, სადაც „ქართული ოცნება“ ყოფილ თანაგუნდელებს სისხლის სამართლებრივად დევნის:
· — „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერი (2013-15 წწ, 2021-24 წწ), რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, ბრალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, თუმცა თავისუფალია 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ. სუს-მა ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას $7 მილიონამდე ნაღდი ფული ამოიღო; ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. გრიგოლ ლილუაშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი (2019-25 წწ) 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება 4 ეპიზოდში, მათ შორის თურქი ინვესტორისგან და თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობა. ოთარ ფარცხალაძე — ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელსაც „ქართულ ოცნებამ“ ხელი დააფარა აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე და რომლის -ის სანქციებისგან დასაცავად 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა და ფინანსური ინსტიტუტები დარტყმის წინაშე დააყენა, 2025 წლის ბოლოს ძებნა გამოცხადდა. -ს თანახმად, ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც „კანონიერ ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით მკვლელობა შეუკვეთა. ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც რუსეთში მოქალაქეობა და რომანოვის გვარი მიიღო, საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა „ოცნებისვე“ ვარაუდით, დან ექსტრადიციას რთულად დაექვემდებარება. ჯუანშერ ბურჭულაძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2021-24 წწ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაშია. ამავე საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლისძმა ვასილ მხეიძე. ბურჭულაძეს ედავებიან, რომ 1 333 728 ლარით უფრო ძვირად შეისყიდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი, 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა და ესპანეთში, მალაგის პროვინციაში 544 000 ევროდ შესყიდული სახლისა და მიწის ნაკვეთი „კანონიერი წარმომავლობა“ ვერ დაასაბუთა. რომეო მიქაუტაძე — ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 21 ივნისს დააკავეს და ათამდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. გამოძიება მიქაუტაძეს 8 მილიონ ლარზე მეტის უკანონო ლეგალიზაციას ედავება. კობა გაბუნია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე გაჩხრიკეს რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლი. კახა გვანცელაძე — თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს და მის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც ფიგურირებს. პროკურატურის თანახმად, კახა გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“. გვანცელაძე ამჟამად მიმალვაშია. ბიჭიკო პაიკიძე, ვანში საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ (რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია), ბრალდებულია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების მითვისებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში. მან საქართველო დატოვა, თუმცა პროკურატურის ცნობით, 9 დეკემბერს ბარსელონაში დააკავეს და ახლა მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. გიორგი ბაჩიაშვილი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანა ფარულად დატოვა, 27 მაისს სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოიტაცეს და ქვეყანაში დააბრუნეს. დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ბიზნესმენის მშობლებს — მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს. ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, რომელშიც მისი მომჩივანი ა. გიორგი გახარია — „ქართულმა ოცნებამ“ თავის ყოფილ პრემიერს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ და ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეებზე. საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ექს-პრემიერს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
· — „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერი (2013-15 წწ, 2021-24 წწ), რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, ბრალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, თუმცა თავისუფალია 1-მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ. სუს-მა ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკისას $7 მილიონამდე ნაღდი ფული ამოიღო; ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა.
· გრიგოლ ლილუაშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი (2019-25 წწ) 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება 4 ეპიზოდში, მათ შორის თურქი ინვესტორისგან და თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობა.
· ოთარ ფარცხალაძე — ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელსაც „ქართულ ოცნებამ“ ხელი დააფარა აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას ცემის საქმეზე და რომლის -ის სანქციებისგან დასაცავად 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა რეგულაცია შეცვალა და ფინანსური ინსტიტუტები დარტყმის წინაშე დააყენა, 2025 წლის ბოლოს ძებნა გამოცხადდა. -ს თანახმად, ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც „კანონიერ ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის ანგარებით მკვლელობა შეუკვეთა. ოთარ ფარცხალაძეს, რომელმაც რუსეთში მოქალაქეობა და რომანოვის გვარი მიიღო, საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა „ოცნებისვე“ ვარაუდით, დან ექსტრადიციას რთულად დაექვემდებარება.
· ჯუანშერ ბურჭულაძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრი (2021-24 წწ) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 11 სექტემბერს დააკავეს და წინასწარ პატიმრობაშია. ამავე საქმეზე დაკავებულია თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ცოლისძმა ვასილ მხეიძე. ბურჭულაძეს ედავებიან, რომ 1 333 728 ლარით უფრო ძვირად შეისყიდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი, 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა და ესპანეთში, მალაგის პროვინციაში 544 000 ევროდ შესყიდული სახლისა და მიწის ნაკვეთი „კანონიერი წარმომავლობა“ ვერ დაასაბუთა.
· რომეო მიქაუტაძე — ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 21 ივნისს დააკავეს და ათამდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის გათეთრებაში. გამოძიება მიქაუტაძეს 8 მილიონ ლარზე მეტის უკანონო ლეგალიზაციას ედავება.
· კობა გაბუნია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის გირაოთი შეუცვალეს და გაათავისუფლეს. ამავე საქმეზე გაჩხრიკეს რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლი.
· კახა გვანცელაძე — თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძეს და მის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც ფიგურირებს. პროკურატურის თანახმად, კახა გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“. გვანცელაძე ამჟამად მიმალვაშია.
· ბიჭიკო პაიკიძე, ვანში საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ (რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია), ბრალდებულია სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების მითვისებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში. მან საქართველო დატოვა, თუმცა პროკურატურის ცნობით, 9 დეკემბერს ბარსელონაში დააკავეს და ახლა მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
· გიორგი ბაჩიაშვილი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც ქვეყანა ფარულად დატოვა, 27 მაისს სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მოიტაცეს და ქვეყანაში დააბრუნეს. დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა ბიზნესმენის მშობლებს — მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს. ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ე.წ. ბიტკოინების საქმეზე, რომელშიც მისი მომჩივანი ა.
· გიორგი გახარია — „ქართულმა ოცნებამ“ თავის ყოფილ პრემიერს დაუსწრებლად წაუყენა ბრალი 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ და ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეებზე. საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ექს-პრემიერს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ეს არასრული ჩამონათვალია საქმეებისა, რომელსაც -მდინარაძის მმართველობის პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ წარსულში დაკავშირებული პირების მიმართ მიმდინარეობს. მაგალითისთვის, მხოლოდ ერთ — სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტების მითვისების საქმეზე — პასუხისგებაშია მიცემული 25 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება