კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა საცხოვრებელი სახლიდან ოჯახი გამოასახლეს, აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კეკელიძის N1-ში, იქ სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, აქცია მიმდინარეობს.
ოჯახის მხარდამჭერები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადგილზე მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ასევე ადგილზე სახალხო დამცველის მისვლას და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც მარინა ხატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა.
„გამომათრიეს, თავი დავარტყი. მე არ მახსოვს, როგორ გამომიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვედი გონს. მე და ჩემი შვილი აქ ვართ, შვილიშვილი კი ბებიასთან წავიყვანეთ. არ ვიცი რა მოახერხეს, ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, ვინ რა მოახერხა ამ ყველაფერზე შემდეგ ვისაუბროთ. მე ვიცი ერთი რამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეპრესიები. ასე ხდება რუსეთში და ბელარუსში”, – განაცხადა მარინა ხატიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო