ორბანი შვედეთის პრემიერს იწვევს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე სალაპარაკოდ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 23 იანვარს განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, შვედეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთში მიწვევის წერილი გაუგზავნა.
“დღეს მოწვევა გავუგზავნე პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს, რათა ჩამოვიდეს უნგრეთში და მოვილაპარაკოთ შვედეთის ნატოში გაწევრიანების თაობაზე”, – ამბობს ორბანი პლატფორმა X-ზე.
ორბანის განცხადება რამდენიმე საათით უსწრებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის პარლამენტში დანიშნულ კენჭისყრას. უნგრეთი და თურქეთი წარმოადგენენ ნატოს ორ წევრს, რომლებსაც ალიანსისკენ შვედეთის მისწრაფებაზე თანხმობა ჯერ არ აქვთ ნათქვამი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით