„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორმა თანამშრომლებმა – გიგა კიტიამ და ქეთევან სინიცამ არხის საიუბილეო ღონისძიებაზე სოლიდარობა გამოუცხადა არხიდან გათავისუფლებულ კახა მელიქიძეს (ვიდეო)

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორმა თანამშრომლებმა – გიგა კიტიამ და ქეთევან სინიცამ არხის საიუბილეო ღონისძიებაზე სოლიდარობა გამოუცხადა არხიდან გათავისუფლებულ კახა მელიქიძეს.
ორივე მათგანს ეცვა ჟილეტი წარწერით – „გათავისუფლებულია ხმის ამოღების გამო“.
გიგა კიტიამ სიტყვით გამოსვლისას თქვა:
💬 „ვულოცავ იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც ითვლიან პროფესიულ წლებს ამ ტელევიზიაში და წერენ ამ ტელევიზიის ისტორიას. მესამედზე მეტის სტაჟი რომ აქვს, ღვაწლის, წარმატების, თქვენი კოლეგა სამსახურიდან გათავისუფლდა. მე მინდა, სოლიდარობისკენ მოგიწოდოთ…
ჩვენ ერთ ოფიციალურ განაცხადს კიდევ გავაკეთებთ, ქალბატონო თინათინ და თქვენი ხელმოწერა თუ იქნება, სადაც კახაბერ მელიქიძე აღდგენას ექვემდებარება, ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით. და იმედია, თქვენ როგორც კოლეგებს, ეს ფაქტი გაგახარებთ, იმიტომ, რომ თქვენთან მიმართებით ამ ადამიანს, სიკეთის მეტი არაფერი უთესია, განსაკუთრებით პროფესიულ ნაწილში.
და თუკი ვინმე სიმართლეზე თუნდაც განსხვავებულად ლაპარაკობს, სწორედ ეს ის ტელევიზია, რომლის 100 წლის თავზე ყველაზე მეტად იხშობა ხმა…
…ამ პროფესიულ წიაღში, ამ პროფესიულ სივრცეში, სადაც უამრავი ადამიანი მართლაც ღირსეულად ითვლის წლებს დღემდე, მაგრამ ამ პარადოქს არ ვიცი როგორ ამოვხსნით, გარდა იმისა, რომ ერთხმად გადააბიჯეთ ამ სიჩუმეს, ამ ტოტალურ სიჩუმეს როგორმე, რაღაცის ფასად გადააბიჯეთ და გადადგით ის ნაბიჯი, რაც გადასადგემლია. მე თქვენი პროფესიული ღირსებისადმი დიდი პატივისცემა მაქვს…
თუკი საქმეს სჭირდება, თუკი რაიმე საქმეს სჭირდება, სიამოვნებით ჩავანაცვლებდი ჩემს კადრს კახაბერ მელიქიძიT, რომელიც ბევრად მეტი ღვაწლის არის და ბევრად უფრო დიდი წარმატების მომტანია, გთხოვთ კიდევ ერთელ, რომ იქონიოთ ამ საკითხისადმი სოლიდარობა”, – აღნიშნა კიტიამ.