ანტონიო კოშტა – ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა

მადლობა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესაფასებლად ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის მოწვევისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ