მომდევნო თვეებში პურის ფასი არ გაიზრდება – ლევან სილაგავა

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა განმარტავს, წელს ხორბლის საკმაოდ კარგი მოსავალი იყო საქართველოშიც, რაც სტაბილურობის შეგრძნებას იძლევა და სასურსათო დამოუკიდებლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.