მაია ნადირაძე: …მერე ნაცარი იყარეს თავზე, აგერ გუშინდლამდე ივანიშვილის არარუსობის აპოლოგეტები იყვნენ და დღეს “სახალხო ლიდერებად” და უალტერნატივო გადამრჩენელებლად გამოიჩეკნენ

ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
,,ბაჩო ახალაიაზე გავრცელებული საძაგლობების საავტორო უფლება ქოცებს არ ეკუთვნის.
პროჭორვილურ (თენგო გოგოტიშვილი c) მმართველობამდე მაქვს მოსმენილი ბოკერიაჩერგო &co-სგან, ყურს რომ აგიწვავს ისეთები.
ზიზღი ერთია და მტრობა და მავნებლობა მეორე…
აქვე ვიტყვი, რომ ეს ანტიბაჩო დაჯგუფება მარტო ამ წყვილით არ შემოიფარგლებოდა და არც ისინი იყვნენ “პატარა კაცები”… დიდი ნაწილი შემოეცალათ, მაგრამ თავად გააძლიერეს ზიზღის და მტრობის ხარისხი.
მისხალი მაინც რომ ჰქონდეთ იმ თვისებების, რაზეც პრეტენზიას აცხადებენ, იმ საქმეზე, სადაც ახალაიას ციხის ბუნტის გამო ასამართლებდნენ, ის მაინც უნდა ეთქვათ, რომ ბრძანებას სროლის შესახებ ახალაია ვერ გასცემდა, იმიტომ რომ იქ იყო  მინისტრი, თავისივე დანაყოფით და ტექნიკით ( რომელიც პენიტენციალურ სისტემას არ ჰქონდა) და მისი ქვეშევრდომი ვერ გადაახტებოდა მინისტრს.
ამ ოპერიდანაა ციხის კადრებიც. 2011 წელს გადაღებული ფეიკი, 2007 წელს თანამდებობიდან წასულ ახალაიას შეაწმინდეს და
მორალის კითხვა მშვიდი სინდისით გააგრძელეს.
მერე ნაცარი იყარეს თავზე, აგერ გუშინდლამდე ივანიშვილის არარუსობის აპოლოგეტები იყვნენ და დღეს “სახალხო ლიდერებად” და უალტერნატივო გადამრჩენელებლად გამოიჩეკნენ – თავისი ყოვლისმცოდნეობით, გამოხატული ბილწსიტყვაობის და ზიზღის ენით, “სანიტარული კორდონის” მეორე მხრიდან.
არ ვიცი როდის და რატომ გადაიჩეხნენ მთავარი გზიდან, მაგრამ მე რომ ვიცნობდი, იმ ადამიანებისგან აღარაფერია დარჩენილი. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძალაუფლებისადმი მანიაკალურმა დამოკიდებულებამ მარტო ესენი არ შეიწირა, სხვებიც არიან ჩემს, აწ უკვე, ყოფილ მეგობრებში.
ვერასდროს გავარკვიე რა ბოღმა და ჯინი ჭირთ ამ პრადვინუტ, სვეტსკ, -ი გაჩითულ პოლიტიკოსებს ახალაიასი.
ფბ ბაბლები რომ დაზაფრეს და დააშინეს, საკუთარი “ ინტელექტუალური უპირატესობით”, ეგ ძაან თვალში საცემია.
ხოდა, მინდა შეგაგულიანოთ, ნუ გეშინით, ნუ დაკომპლექსდებით! ხანდახან არარაობა რომ გერჩის, ეგ კარგის ნიშანია. და რაც უფრო მეტ უზრდელობას იკადრებს, მით უკეთ ჩანს მისი გასაჭირი.”

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა