ისრაელმა ღაზის მთავარ ნავსადგურებზე კონტროლი აიღო | IDF

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის მთავარ ნავსადგურებზე კონტროლი დაამყარეს.
ამასთან ერთად, ს სამხედრო ძალებმა 10 მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ასევე, კონტროლი აიღეს ოთხ შენობაზე, რომლებსაც “ჰამასი” მისი ინფრასტრუქტურისთვის იყენებდა.
“ჩვენმა ძალებმა 10 ტერორისტი გაანადგურეს და ნავსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა შენობა გაწმინდეს”, – წერს IDF.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის ე.წ პარლამენტი დაიკავეს. მოგვიანებით კი, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოვ გალანტმა განაცხადა, რომ “ჰამასმა” ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა.