ქართული წარმოშობისა და ეროვნებით უზბეკი 44 წლის დამრიგებელი ტიმურ კაპაძე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელებს შორის ათეულში შეიყვანა.
კაპაძემ 8 ქულით მერვე ადგილ დაიკავა. მისი ხელმძღვანელობით უზბეკეთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მუნდიალის საგზური მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ ის დაითხოვა და მის ნაცვლად ფაბიო კანავარო დანიშნა, რადგან უფრო გამოცდილი სპეციალისტის ხილვა სურდა.
კაპაძე ამჟამად კვლავ უზბეკეთში საქმიანობს და ადგილობრივ “ნავბაჰორს” მოძღვრავს. რაც შეეხება საუკეთესო ნაკრებების მწვრთნელთა ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1) ლუის დე ლა ფუენტე – ესპანეთი
2) რობერტო მარტინესი – პორტუგალია
3) ლიონელ სკალონი – არგენტინა
4) სტალე სოლბაკენი – ნორვეგია
5) ტომას ტუხელი – ინგლისი
6) დიდიე დეშამი – საფრანგეთი
7) ვალიდ რეგრაგი – მაროკო
8) ტიმურ კაპაძე – უზბეკეთი
9) ნესტორ ლორენცო – კოლუმბია
10) ხავიერ აგირე – მექსიკა
ინფორმაციისთვის, ტიმურმა ადრე განაცხადა, რომ თურქი მესხია, მისი წინაპრები საქართველოდან შუა აზიაში სტალინური რეპრესიებისას გადაასახლეს, გვარად კოპაძეები არიან, მაგრამ დოკუმენტებში გვარი შეცდომით ჩაუწერეს. ის ფერგანაში დაიბადა, სხვადასხვა გუნდებში თამაშობდა, ნახევარმცველი იყო, ნაკრებში კი 119 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? – ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად “ოქროს ბურთის” მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ



