“დღეს ევა შაშიაშვილის შვილს დაატოვებინებენ სპეციალურ დაწესებულებას” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქივისტი, ნინო კალანდია წერს.
აქტივისტი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დედა და შშმ შვილი ერთმანეთთან დააბრუნონ.
საქართველოს პროკურატურა, დღეს ევა შაშიაშვილის შვილს დაატოვებინებენ იმ დაწესებულებას, სადაც არის. თქვენ რას შვებით? ვერ შეისწავლეთ ევას საქმე? ვერ გადახედეთ? ვერ იმსჯელეთ? ევას ჯანმრთელობის მდგომარეობაც რომ გაუარესებულია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გაქვთ. რას ელოდებით?
დააბრუნეთ დედა-შვილი ერთმანეთთან, ადამიანები არ ხართ?
როგორ უნდა დასხდეთ ხვალ საახალწლო სუფრასთან, როგორ უნდა მიულოცოთ ოჯახის წევრებს ახალი წელი, როცა იცით როგორ იტანჯება ორი ადამიანი, რომლებსაც თქვენი ერთი გადაწყვეტილებით შეგიძლიათ ეს სიმძიმე ჩამოაშოროთ,” – წერს ნინო კალანდია.
- შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




