“რომამ” მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა “რომასა” და “ჯენოას” შორის გაიმართა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
ჯან პიერო გასპერინის შეგირდებმა მატიას სოულეს (14), მანუ კონესა (19) და ევან ფერგიუსონის (31) გოლების წყალობით სწრაფი უპირატესობა მოიპოვეს. საბოლოო ანგარიში ჯეფ ეკატორმა (87) დააფიქსირა.
ამრიგად, “რომა” 33 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 3 იანვარს, სტუმრად “ატალანტასთან” გამართავს.
გენოელები 14 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, იმავე რიცხვში კი “პიზას” უმასპინძლებენ.
სპერციანი სერია A-ში – “ინტერში” სომხური დუეტი იქნება?