ხულოში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში ერთ მეტრს აღწევს, ხოლო მაღალ ზონაში 1.5 მეტრს აჭარბებს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის განცხადებით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, ამ დროისთვის ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.
24 საათიან რეჟიმში მუშაობს ხულოს მერიასთან არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მოქმედებს ცხელი ხაზიც.
ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.5 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბალსა და მიმდებარე სოფლებში 1 მეტრია. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით გზების გაწმენდა დაწყებულია, ასევე ხულოში ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია,” – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.




