ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების თარიღი დაასახელა

“ბარსელონას” მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების თარიღი დაასახელა. როგორც იცით, გერმანელი კიპერი ზურგის ტრავმის გამო ნოემბრის დასაწყისიდან უქმობს.
“თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, 2 კვირაში მზად უნდა ვიყო და თამაში შემეძლება”, – უთხრა Sport-ს გამოცდილმა კარის დარაჯმა.
თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ტერ შტეგენს 11 თებერვალს ლა ლიგაში “გრანადას” წინააღმდეგ თამაში შეეძლება.