– მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები – იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა

მესამე პრეზიდენტი, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები ციხიდან გაათავისუფლოს.
ამის შესახებ სააკაშვილის გზავნილი მის „ფეისბუქზე“ ვრცელდება.
„მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები.
ეს ადამიანები უარს ამბობენ შეწყალების მოთხოვნის დაწერაზე, სავაჭრო თემად ისინი არ ივარგებენ და თქვენთვისაც გონივრული იქნება რომ გაათავისუფლოთ, იქნებ ამით ცოტათი მაინც ჩააწყნაროთ ხალხის რისხვა“, – წერს სააკაშვილი.