„ბავშთა ადრეული განვითარების აკადემია’’ მისამართს იცვლის. 2026 წლის 12 იანვრიდან ინოვაციურ-საგანმანათლებლო ცენტრი სანზონის (გუდამაყრის ქუჩა 4) ნაცვლად ბავშვებს და მოზარდებს საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას 33-ში მიიღებს.
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ თბილისში 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს 2–12 წლის ბავშვების განვითარებისთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ, საერთაშორისოდ აღიარებულ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის.
ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია ფოკუსირებულია ბავშვთა სოციალურ უნარებსა და ემოციურ განვითარებაზე. „ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია“ სთავაზობს აღსაზრდელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ საგანმანათლებლო/თერაპიულ პროგრამებს.
მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, არამედ ეხმარება ბავშვებს სოციალურ ინტეგრაციაში, თვითრეალიზაციაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
„ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის“ სერვისები:
· სადიაგნოსტიკო მომსახურება
· თერაპიული მომსახურების ტიპები:
· საგანმანათლებლო პროგრამები
· ქცევის თერაპია (ABA თერაპია)
· აკადემიური უნარების განმავითარებელი თერაპია
· მეტყველების თერაპია
· სენსორული თერაპია
· ოკუპაციური თერაპია
· ემოციური ინტელექტის განმავითარებელი თერაპია
· მითოდრამა
· ხელოვნების თერაპია
· მუსიკა თერაპია
· საკვირაო სკოლა
· წინასასკოლო მოსამზადებელი ჯგუფები
· მშობლის მხარდამჭერი ფსიქოთერაპიული სესიები
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
(R)




