მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის

მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, დარეგულირდეს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტზე:
„2026 წლის ბიუჯეტი სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ის ხაზს უსვამს ქართული ოპოზიციის გამოხმაურებასაც დაანონსებულ ინიციატივაზე და წერს, რომ „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია გადაიქცა იმ მონოპოლისტების მფარველად, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს აფინანსებენ.
„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქართველმა ხალხმა დააფასა ხელისუფლებისგან შენარჩუნებული მშვიდობა ქვეყანაში და ეს თ დადასტურდა. მაგრამ მშვიდობასთან ერთად, მოსახლეობა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ითხოვდა. ეს შეეხება როგორც სოციალურ პაკეტებს სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, ფასების რეგულირებას, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იზრდებოდა. 2026 წლის ბიუჯეტი აშკარად სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება. მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომღაც დაავიწყდათ, რამდენი სიუჟეტი აქვთ გაკეთებული პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებაზე და ამაში ხელისუფლების “დანაშაულზე”. “ხალხზე მზრუნველი” ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივის გაჟღერებისთანავე, უმალვე გადაიქცა კონკრეტული მონოპოლისტების მფარველად, რომელთა ფინანსებითაც დღემდე სულდგმულობენ. ეს კარგია, ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ გააშიშვლა. რაც შეეხება ფასების რეგულირებას, იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა ამ მხრივაც ამოისუნთქებს და ქვეყანაზე ზრუნვა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, ზოგიერთი გაზულუქებული ბიზნესმენის ვალდებულებაც გახდება” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

: როდესაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობის ნაცვლად ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, მავანნი იქაც და აქაც იმედოვნებდნენ, რომ ქვეყნის 80-85% პროევროპული მოსახლეობა ქუჩაში იშხუვლებდა და ხელისუფლებას დაამხობდა. რამდენიც გამოვიდა კი ნახეთ, და შედეგიც – “0”

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის ინიციატივა არამხოლოდ აძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ ახდენს რეგიონის პოზიციონირებას, როგორც ევროპისათვის სუფთა ენერგიის სტრატეგიული მიმწოდებლის – კავკასიაში EBRD – ის რეგიონული დირექტორი

EBRD ასევე უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებს, რათა მრავალფეროვანი დაფინანსების წყაროები ჩამოყალიბდეს ქვეყნის შიგნით და გაიზარდოს გრძელვადიანი ლარის დაფინანსების ხელმისაწვდომობა