ზელენსკიმ -ს სთხოვა უკრაინის უსაფრთხოების 30-50-წლიანი გარანტიები

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ს ამერიკის შეერთებული შტატებისგან სჭირდება უსაფრთხოების გაცილებით ხანგრძლივი გარანტიები, ვიდრე ამას ითვალისწინებს სამშვიდობო გეგმის პროექტი.
უკრაინულენოვანი გამოცემები, მათ შორის „ევროპეისკა პრავდა“ და „რბკ “ 29 დეკემბერს წერენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მ ონლაინ უპასუხა მედიის შეკითხვებს.
ზელენსკის ინფორმაციით, ტრამპთან მოლაპარაკებისას დამტკიცდა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები და არსებულ დოკუმენტებში საუბარია 15 წელზე, ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობით.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, -ის პრეზიდენტთან შეხვედრისას დასვა საკითხი, რომ ომი თითქმის 15 წელია გრძელდება(ჯერ კიდევ დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან), ამიტომ ძალიან სურთ გარანტიები ხანგრძლივი იყოს:
„მე მას ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განხილული იყოს 30-40-50-წლიანი (გარანტიების) შესაძლებლობა. და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა მითხრა, რომ იფიქრებს“.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
შეუთანხმებელ საკითხებს შორისაა ყველაზე რთული და საკვანძო საკითხი – დონბასის მომავალი. მოითხოვს, რომ უკრაინამ დონბასზე უარი თქვას. უკრაინა ამას არ აპირებს. აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნა. შეუთანხმებელია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვის საკითხიც. ეს სადგური ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფლორიდაში მოლაპარაკების შემდეგ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან. ამ საუბრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში.
მაკრონის ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.
აშშ-ში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ ილაპარაკა ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის პროექტზე.
ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, აშშ, ნატო და ევროკავშირი უკრაინას მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს ევროპული ქვეყნების „მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
ფორუმი