გენერალი ზალუჟნი ელჩის თანამდებობის დატოვებას და კიევში დაბრუნებას გეგმავს – მედია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი , რომელიც თითქმის ორი წელია დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩია, ამ თანამდებობის დასატოვებლად ემზადება. ამას დღეს, 29 დეკემბერს უკრაინული მედიასაშუალება Radio NV იუწყება პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა თანახმად, ელჩის თანამდებობის დატოვებას 2026 წლის იანვრის დასაწყისში აპირებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებული წყაროების ცნობით, ზალუჟნიმ გადადგომის სურვილი ზელენსკის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, კიევში ყოფნისას გააცნო, ზალუჟნისთვის განიხილებოდა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, თუმცა იმ მომენტისთვის ვალერი ზალუჟნის დაინტერესება არ გამოუხატავს.
სხვა წყაროთა თანახმად, გარკვეული დროის განავლობაში ვალერი ზალუჟნი ფიქრობდა -ში უკრაინის ელჩის, ან ისევ არმიის მთავარსარდლის თანამდებობებზე, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ერთ-ერთმა წყარომ Radio NV-ს უთხრა, რომ ზალუჟნის სავარაუდოდ, კიევში დაბრუნება სურს და ეს შესაძლოა, 4-5 იანვარს გამოაცხადოს, თუ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას არაფერი მოახდენს. დიდ ბრტანეთში უკრაინის საელჩოს პრესსამსახურმა Radio NV-ს მიმართვას კომენტარის შესახებ, ჯერჯერობით არ უპასუხა.