– როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია და ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია

სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება – რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, მ “ინტერპრესნიუსს” სემეკის სხდომის დატოვების შემდეგ, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია.
“ქვეყანაში საარსებო კრიზისია. რეალურად, მოსახლეობის უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის. ამ პირობებში “ენერგო პროს” რომ სითავხედე ჰყოფნის და ტარიფის მომატებას ითხოვს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი. სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება. რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება. ცოტა ხნის წინ ენერგოკომპანიებს გადასახადები ჩამოაწერეს და ამის პირობებში სითავხედე ჰყოფნით და საუბრობენ, თითქოს ქართველ ხალხს 3 თეთრი გვაპატიეს. კომუნალურების ფასები თანხვედრაში უნდა იყოს ცხოვრების დონესთან. როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან – ამ პირობებში ტარიფების მომატება დაუშვებელია. აუცილებლად დავესწრები შემდგომ სხდომას [სამი თვის შემდეგ], რადგან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სფეროში მიმდინარეობს ქართველი ხალხის ჩაგვრა, შესაბამისად ვაპირებ, რომ მათი ინტერესები დავიცვა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებები სამი თვით გადავადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია